saWmeli sokoebi - qamasoko
Домен: | Эукариоты |
Царство: | Грибы |
Отдел: | Базидиомицеты |
Класс: | Агарикомицеты |
Порядок: | Агариковые |
Семейство: | Шампиньоновые |
Род: | Шампиньон |
Международное научное название: | Agaricus |
ქამასოკო - (ინგ. Agaricus) (რუს. Шампиньон)
სინონიმი: შამპინიონი.
საქართველოში ქამასოკოს 12 სახეობა გვხვდება, რომელთაგან აღსანიშნავია ჩვეულებრივი ქამასოკო, ორსპორიანი ქამასოკო, ტყის ქამასოკო, მინდვრის ქამა, ქალაქის ანუ ტროტუარის ქამასოკო, მეჭეჭებიანი ქამასოკო და სხვა.
შამპინიონი ფირფიტოვანთა გვარის სოკოები, შამპინიონისებურთა (ლათ. Agaricaceae)ოჯახისა. რუსული სახელწოდება „შამპინიონი“ მომდინარეობს ფრანგულიდან champignon, რაც უბრალოდ „სოკოს“ ნიშნავს.
აღწერა
ნაყოფის სხეული სხვ.სხვ ზომის, 3-5სმ-დან (Agaricuscomtulus)20-25სმ-მდე (Agaricusarvensis).
ქუდი მასიური, მკვრივი, თავიდან მომრგვალებული, ასაკთან ერტად უფრო ბრტყელი ხდება. ზედაპირი გლუვი, ან მუქი ქერცლებით დაფარული; ფერი თეთრიდან მურა-ყავისფერამდე.
ფირფიტები თავისუფალი, თავიდან თეთრი, მერე მუქდება, ფერს იცვლის მოვარდისფროდან თითქმის შავ ფერამდე, რაც სპორების შეფერილობის ცვლილებით არის განპირობებული. ამ ნიშნის მიხედვით ქამასოკოს გარჩევა ადვილია მისი მსგავსი შხამიანი სოკოების გვარისგან Amanita, რომლებსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ნაყოფის სხეულის ფირფიტები და სპორები თეთრი აქვთ, ან მოყვითალო.
ფეხი ცენტრალური, სწორი, მკვრივი, იშვიათად სუსტი და შიგნიდან ფუყე. ყოველთვის აქვს საფარი, რომელიც ფეხზე ტოვებს კარგად შესამჩნევ ერთ ან ორ ფენიან რგოლს.
რბილობი თეთრი ფერის სხვ.სხვ ელფერის. ჰაერზე ხშირად ირებს მოყვითალო-მოწითალო ელფერს. ჩვეულებრივ აქვს გამოხატული „სოკოს“ ან „ანისულის“ სუნი.
გავრცელება და ეკოლოგია
ყველა შამპინიონი საპროტროფია და ძირითადად იზრდებიან ნაკელიან ნიადაგზე, ორგანული ნეშომპალით მდიდარ ტყის და მდელოს ნიადაგზე, ასევე გვხვდება გამხმარი ხეების ქერქებზე და ჭიანჭველების ბუდეებზე. გარკვეული სახის სუბსტარტებთან შეფარდებით Agaricus-ის გვარის წარმომადგენლებს ყოფენ 5 ჯგუფად: რომლებიც მხოლოდ ტყეში იზრდებიან (A. silvaticus, A. silvicola);ნიადაგის საპროტროფები, იზრდებიან გახსნილ უმცენარეო სივრცეებში (A. bisporus, A. bitorquis, A. subperonatus); ჰერბოფილები, იზრდებიან მხოლოდ ბალახებს შორის (A. campester, A. augustus და სხვ.); იზრდებიან ღია სივრცეებში ბალახებს შორის და ტყეებში (A. arvensis, A. comtulus და სხვ.); უდაბნოს სახეობები, მათ შორის ჰალოფიტები (A. Bernardii, A. tabularis).
დიდი მრავალფეროვნება ქამასოკოს სახეობებისა შეინიშნება ევრაზიის სტეპებში და ტყესტეპებში, პრერიებში, პამპასებში, ავსტრალიის და აფრიკის მდელოებზე და ღია სივრცეებში.
ეკონომიკური მნიშვნელობა
Agaricus-ის გვარს აქვს დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა. მცირე რაოდენობის წარმომადგენლებს შეიძლება ვუწოდოთ მომწამვლელი ან ძნელადმოსანელებელი, ასეთებია ქამასოკო ყვითელკანა (Agaricus xanthodermus) ან ქამასოკო ჭრელი (Agaricus meleagris). ყველა დანარჩენი სახეობები სალვებად ვარგისია, ორსპორიანი ქამასოკოს (Agaricus bisporus) გაშენება ხდება კომერციულ მასშტაბებში, შედარებით იშვიათად გამოჰყავთ ორრგოლიანი ქამასოკო (Agaricus bitorquis).
ქამასოკო არის ყველაზე პოპულარული კულტივირებული სოკო მსოფლიოში. მის წილზე მოდის 37,2% წარმოების საერთო მოცულობისა. ქამა სოკო რუსეთშიც ძალიან პოპულარულია, მისი წილი (მოხმარების) შეადგენს 73%. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე 2015წელს ქამასოკოს საერთო მოსავალმა შეადგინა 10,4 ათასი ტონა.
საჭმელი ქამასოკო შეიცავს 20 ამინომჟავას, მათ შორის ყველა შეუცვლელია (საჭიროა) ადამიანისთვის: მეთიონინები, ცისტეინები, ცისტინები, ტრიფთოფანები, ტრეონინები, ვალინები, ლიზინები, ფენილანინები. ზოგიერთი ქამასოკოს ნაყოფის სხეულიდან გამოყოფენ ანტიბიოტიკებს.
სახეობები
ცნობილია შამპინიონის დაახლოებით 200 სახეობა. სრული სია იხილეთ შამპინიონის გვარის სახეობები.